1 ივლისს, გაიმართა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის კომიტეტების გაერთიანებული კრება.
შეხვედრის ფარგლებში კომიტეტების თავმჯდომარეებმა და წევრებმა განიხილეს მიმდინარე პროექტების პროგრესი, შეაფასეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს ასოციაციის სამომავლო პრიორიტეტებსა და განვითარების გეგმებზე.
კრებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სფეროში პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას, განათლების განვითარებას, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებასა და სექტორში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
ასოციაცია აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც ქმნის დამატებით ღირებულებას როგორც წევრებისთვის, ასევე უძრავი ქონების ინდუსტრიისთვის.
ერთად ვქმნით უფრო პროფესიონალურ, გამჭვირვალე და ძლიერ უძრავი ქონების სექტორს.
მადლობას გიხდით ჩართულობისთვის.












