შეძლებს თუ არა Metaverse უძრავი ქონების აგენტების ჩანაცვლებას
Metaverse Group არის წამყვანი ვირტუალური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უძრავ ქონებას Metaverses-ის მეშვეობით. ისინი ხელს უწყობენ არა მხოლოდ ვირტუალური საკუთრების შეძენას, ასევე მასთან არსებულ მომსახურეობის მთელ კომპლექტს სთავაზობენ კლიენტებს.
ისტორიულად უძრავი ქონების სფერო მსოფლიოში ცნობილია, როგორც ტრადიციული ინდუსტრია.
რომელშიც ხელშეკრულება უშუალოდ აგენტის საშუალებით ხორციელდება.
ბოლო დროს ახალმა ტექნოლოგიებმა და მომხმარებლებში ტენდენციების ცვლამ, ეს სექტორი საგრძნობლად შეცვალა.
დღეს უძრავი ქონების სფეროში განხილვის თემაა: მეტავერსიული უძრავი ქონება და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება.
ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ტექნოლოგიის მოყვარულთა შორის. რა ელით მომავალში უძრავი ქონების აგენტებს. ზოგიერთისთვის ეს შესაძლოა დასასრული გახდეს, მაგრამ ზოგი ოპტიმისტურად აფასებს პოტენციურ შესაძლებლობებს.
აქტუალური შეკითხვაა: დაასრულებს თუ არა მეტავერსია აგენტების საქმიანობას?
უძრავი ქონების აგენტები პირველად არ აღმოჩენილან მსგავს გაურკვეველ სიტუაციაში.
რა არის Metaverse უძრავი ქონება?
Mark Zuckerberg’s განმარტებით მეტავერსია მობილური ინტერნეტის მემკვიდრეა და არა რეალური სამყაროს შემცვლელი.
Metaverse ხელს უწყობს ადამიანთა კავშირს, რადგან ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ რეალობას.
ეს ახალი კონცეფციაა და ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ როგორ იმუშავებს იგი. Metaverse ხელს შეუწყობს ინკლუზიურობას და კომუნიკაციის გამარტივებას, რომელსაც რეალობაში მეტი დრო სჭირდება.
ჩვენ უნდა ვიცხოვროთ რეალურ სამყაროში და ვმართოთ ის. რაც იმას ნიშნავს, რომ აგენტებმა კვლავ უნდა შექმნან უძრავი ქონების ბაზა, მაგრამ უკეთესი ტექნოლოგიური ხელსაწყოებით.
Metaverse-ში უძრავი ქონების აგენტის როლი შესაძლოა სულ სხვა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი განხილვის და შემუშავების სტადიაზეა. დროთა განმავლობაში ამაში უკეთ გავერკვევით.
სანამ იმაზე ვიმსჯელებთ საჭირო იქნებიან თუ არა უძრავი ქონების აგენტები ვირტუალურ სამყაროში, ერთი რამ ფაქტია: ჩვენ რეალურ სახლებში ვცხოვრობთ, ხოლო უძრავი ქონების მყიდველს და გამყიდველს ყოველთვის დაჭირდება ბროკერი.
პროფესიონალური უძრავი ქონების სფერო გახსნილი უნდა იყოს ახალი ტექნოლოგიებისთვის და არ ჩამორჩეს ტენდენციებს.
ტექნოლოგიები ვითარდება და უძრავი ქონების ინდუსტრია სწრაფად იცვლება. აუწყვეთ ფეხი დროის სვლას და შეიცვალეთ მასთან ერთად. ეს ყველაზე მარტივი ხერხია, რომელიც თქვენს ონლაინ ჩართულუბოას სოლიდურობას შესძენს და თქვენ შეძლებთ უპირატესობის შენარჩუნებას კონკურენტულ ბაზარზე.
სტატიაში გამოყენებულია კომპანია “realtyna”-ს მიერ მომზადებული მასალა.