2020 წელმა დაამტკიცა რეალტორთა საქმიანობის სტაბილურობა
გაეცანით რეალტორთა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბობ გოლდბერგის 2020წლის შეჯამებას.
“… ასოციაციის როლი არ არის ყოვლისმცოდნეობა, არამედ რეალტორთა მომზადება იმისთვის რომ გაუძლონ არაპროგნოზირებად სიტუაციებს, შეინარჩუნონ პროდუქტიულობა თავის ბიზნესში და საზოგადოებაში.”
სოლიდური, კარგი სახლის შეძენა, რომელშიც თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობთ, მოითხოვს დაგეგმვას, რესურსებს და ფუნდამენტს, რაც რეალტორთა მუშაობის შედეგია.
რეალტორთა ეროვნული ასოციაცია თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს თითოეულ წევრს გააჩნდეს ფუნდამენტი, რომელიც საკუთარ ბიზნესში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.
2020 წელს, ეს თანადგომა იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე როდესმე.
COVID-19ის გავრცელებისას არავინ იცოდა, როგორ აისახებოდა პანდემია ჩვენი გუნდისწევრებზე, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე.
ამას თან დაერთო რასობრივი არეულობა და 2020 წლის არასტაბილური არჩევნები.
NAR-ის როლი არ არის ყოვლისმცოდნეობა, არამედ რეალტორთა მომზადება იმისთვის რომ გაუძლონ არაპროგნოზირებად სიტუაციებს, შეინარჩუნონ პროდუქტიულობა თავის ბიზნესშიდა საზოგადოებაში.
მე ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ხელმძღვანელთა გუნდის და NAR-ის თანამშრომლების მიერ წელს შესრულებული სამუშაოთი. ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან თანამშრომლობით.
NAR-ი მხარს უჭერს მის წევრებს, რომ მათ ხმა მიაწვდინონ მთავრობას, რომელიც ხელსშეუწყობს რელტორთა საქმიანობის განვითარებას, ბაზარზე შექმნილი ცვლილებების ფონზე.
"ადვოკატირების გამარჯვებები"
პანდემიის განმავლობაში NAR-ის ადვოკატირების ჯგუფმა გამოიყენა მჭიდრო კავშირები ვაშინგტონთან, რათამიეღწია გამარჯვებებისთვის, დახმარებოდა ჩვენს წევრებს და ასევე უძრავი ქონების მეპატრონეებს მის ქვეყანაში.
გუნდი დაუღალავად მუშაობდა კანონით დადგენილი COVID-19ის დახმარების უახლეს პაკეტზე, რომელიც მოიცავს გაქირავების დროს დახმარებას, დაფინანსებების ახალ ტალღას, კრედიტების გადავადებას.
პანდემიის პირველ კვირებში ჩვენი ადვოკატირების გუნდი თანამშრომლობდა სამთავრობო ადგილობრივ ასოციაციებთან, რათა უძრავ ქონებას შეენარჩუნებინა სტაბილურობა ყველა შტატში და გაეგრძელებინა ეკონომიკაში ერთერთი მთავარი ადგილის დაკავება.
"ტექნოლოგიური წინსვლა"
NAR-ის უდიდეს წარმატებებს შორისაა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომელთა განვითარებაც წლების წინ დავიწყეთ. ამ წამოწყებამ ხელი შეუწყო ჩვენს წევრებს რამოდენიმე ნაბიჯით წინ აღმოჩენილიყვნენ, პანდემიისას გამოწვეული ცვლილებების დროს.
SCV და REACH-ის საშუალებით ჩვენ ვარჩევთ ახალ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებსაც უმაღლესი პოტენციალი აქვთ ინდუსტრიის მომავალში განვითარებისთვის.
REACH-მა დღეისთვის 100-ზე მეტი დამწყები კომპანიის სწავლება და დაზღვევა უზრუნველყო.
"მნიშვნელოვანი რესურსები ჩვენი წევრების მხარდაჭერისთვის"
ბიზნესში რეალტორთა მხარდაჭერა, ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა.
NAR-მა მიიღო გადაწყვეტილება და გამოყენებაში ჩაუშვა ახალი პროგრამა “Right Tools, Right Now”. ამ ინოვაციამ, რეალტორებს მისცა საშუალება, მათთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო 400ზე მეტი ონლაინ საშუალება დაბალ ფასად ან უფასოდ.
სწორმა მიდგომამ ჩვენს წევრებს მისცა საშუალება 26ი მილიონის ეკონომია გაეკეთებინათ, მაშინ როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ეს.
"დარჩე საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად"
რეალტორები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ. უძრავი ქონება ამერიკის ეკონომიკის მეოთხედზე მეტს შეადგენს და ჩვენი წევრები ლიდერებისადგილს იკავებენ.
ჩვენ ამაყი ვართ, რომ მაშინაც კი, როცა რეალტორები წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დადგნენ პანდემიის გამო, მათ შეძლეს სტაბილურობის შენარჩუნება.
რეალტორთა ასოციაციის შემოწირულობების ღირებულება ადგილობრივი მიზნებისთვის გაორმაგდა.
NAR-ი მუშაობდა და აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მისმა წევრებმა გააცნობიერონ და დაიცვან ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი სამართლებრივი კანონმდებლობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად ასაკისა, რასისა დანებისმიერი სხვაობისა, ჰქონდეს შესაძლებლობა უძრავი ქონების ბიზნესში დასაქმების.
არაპროგნოზირებადმა წელიწადმა NAR-ს და მის წევრებს მისცა საშუალება გადაემოწმებინათ მათი საქმიანობის ეფექტურობა და საძირკველის სიმტკიცე.
რეალტორების ოჯახი რჩება ორიენტირებული ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
როგორც ყველაზე დიდი სავაჭრო ასოციაციის დირექტორი მოუთმენლად ველი, 2021ი წლისახალ მიღწევებს.