აქტუალური ტენდენციები სახლებში

2021წელს დამკვიდრებული ტენდენციები, ასახავენ თუ როგორ შეცვალა COVID-19მა ადამიანების ყოფა-ცხოვრება.

გაიზარდა სახლების ისე მოწყობის სურვილი, რომ ისინი გახდეს უსაფრთხო ადგილი:მუშაობისთვის, დასვენებისთვის, სწავლისა  და ურთიერთობებისთვის.

შემდეგი რჩევები პრაქტიკულ საჭიროებებს ეხება. ეს განახლებები ადამიანებს გაუმარტივებს სახლში ყოფნას.

•ორზონიანი სამზარეულო

ჯერ კიდევ პანდემიამდე ბევრმა შენიშნა, რომ სტუდიოს ტიპის სამზარეულოს ააქვს თავის უარყოფითი თვისებები:მთელი ოჯახი იქ იყრის თავს, გამუდმებით გროვდება ჭურჭლის გროვები და მუდამ არეულობაა.

ახალი ტენდენციის მიხედვით სამზარეულოში გამოყოფილი უნდა იყოს ორი სივრცე:როგორც სამუშაო, ასევე სტუმრების მისაღები. 

შეიძლება ვუწოდოთ “სამზარეულო მომზადებისა და დემონსტრაციისთვის”.

“სამუშაო სივრცე”ძირითადად ოთახის უკან ნაწილშია განთავსებული, იმალება კარით, დარაბით, ან მოძრავი კედელით. ეს არის ადგილი მომზადებისა და დასუფთავებისთვის.

“სტუმრების სივრცე”ოთახის წინა ნაწილს იკავებს და რჩება ღია, რათა თავისუფლად შეძლოთ თქვენი კულინარიული შედევრების დემონსტრაცია, სუფთა და მოწესრიგებილ ადგილას. 

შეგიძლიათ ცალკე სივრცე გამოყოთ სამზარეულო ტექნიკისა და სასმელების ბარისთვის.

მოქნილი ნაგებობა
  • მოქნილი ნაგებობა
შენობა, რომელსაც საკუჭნაოდ იყენებდით სპორტული ინვენტარისა და ბაღის ხელსაწყოების შესანახად, ახლა სახლის დამატებით სივრცედ გადაიქცა. ზოგმა იგი დამატებით საცხოვრებლად გადააკეთა, სადაც შეუძლია განცალკევებით მოათავსოს სტუმარი, ან შინ დროებით დაბრუნებული შვილი. შეგიძლიათ მოაწყოთ სამუშაო სივრცე,სადაც წყნარდ შეძლებთ თქვენს საქმეზე კონცენტრირებას და ამ ადგილს “ცნობიერების საკუჭნაო” დაარქვათ. იმის ნაცვლად, რომ არქიტექტროს დააპროექტებინოთ და ააშენოთ ფარდული, რაც საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია და ხშირად მშენებლობის ნებართვასაც საჭიროებს.  შეგიძლიათ შეიძინოთ გარეთ განსათავსებელი თაროები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომია.
გარე გათბობა

.გარე გათბობა

COVID-19ის დროს გაიზარდა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ღია სივრცეში ურთიერთობის სურვილი. ყველას სურს მისი ეზო ოაზისად აქციოს, ადგილად სადაც შეძლებს:დროის გატარებას, გართობას, ვახშმობას. 

მრავალსართულიანი შენობის მაცხოვრებლები, რომლებსაც საერთო გარე სივრცე აქვთ, დიდ ყურადღებას უთმობენ ლადშაფტს. 

მნიშვნელოვანია, რომ ზამთარში როცა ტემპერატურა ეცემა, გარე სივრცეები აღჭურვილი იყოს ტერასის გამათბობლებით.

fire

კომპანიები გვთავაზობენ:ინფრაწითელი ელექტროენერგიის, პროპანის ან შეშის გამათბობლებს. 

შექმნეს არაერთი თანამედროვე ღუმელის მოდელი, რომლებიც არ გამოყოფენ კვამლს.

ჰიბრიდული მოდელები გაზის გამოყენებით მუშაობს, ტერასის კი სხვადასხვა საწვავზე. შეგიძლიათ დააყენოთ როგორც კედელზე, ასევე ჭერზე.