ინტერიერის ტრენდები, რომლებიც იცვლება
კარანტინის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობამ განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქცია იმ გარემოს დეტალებს, სადაც დიდი დროის გატარება უწევთ.
ზოგს არ აკმაყოფილებს სახლში არსებული თავისუფალი სივრცე, არასაკმარისი სამუშაო ადგილი, სამზარეულოს კედლების ფერი, რომელიც ერთ დროს ტრენდული იყო.
გთავაზობთ რამოდენიმე ინტერიერში დამკვიდრებულ ტენდენციას, რომელიც დღეს უკვე ძველმოდურად ითვლება და ახალი ტრენდით ჩანაცვლდა.
- ვარდისფერი ტონალობის გამოყენება 53%-ით შემცირდა, ახლა უფრო მოდურია ტერაკოტა.
აღარ არის პოპულარული ხელოვნების ნიმუშები, სადაც სიტყვები და რომელიმე ენაა გამოყენებული. ისინი ჩაანაცვლა ბუნების პეიზაჟის ფოტოებმა.
- მონოქრომული ტონების აქტუალურობა შემცირდა. ახლა შეგიძლიათ რადიკალურად განსხვავებული ფერების გამოყენება. მაგ: არ არის აუცილებელი სამზარეულოს კუნძულის ფერი იგივე იყოს, რაც კარადების.
- აღარ არის აქტუალური ყვავილების დეკორაციაში გამოყენება. ეს ტენდენცია მინიმალური ზოლებითა და ხაზებით ჩანაცვლდა. რაც სიცარიელეს ავსებს და ყველაზე მეტად იკვეთება ფარდაგებსა და ფარდებში.
- შემცირდა მეტალის გამოყენება და აქტუალური გახდა უფრო რბილი და თბილი მასალებისა და ტექსტილის გამოყენება, რასაც “გარდამავალი დეკორი”ჰქვია.
დიზაინერები გვირჩევენ, რომ მეტალის ავეჯს ფეხები შევუცვალოთ ხის მასალით.
- ბოტანიკური პრინტი აღარ არის აქტუალური, დროა ჩაანაცვლოთ ტილოზე შესრულებული ნახატებით ან ჩარჩოში ჩასმული პრინტით.
- ”მეტროს ფილებმა” დაკარგა აქტუალურობა და ჩანაცვლდა გეომეტრიული თაფლისფერი ფილებით , მარმარილოს ან მეტალის ელფერით.
მაგრამ ეს კლასიკაა, რომელის არასოდეს გაქრება. ახლა მათ იშვიათად და ვერტიკალური წყობით იყენებენ.
- ტრენდულია პატარა ფარდაგების ავეჯის ქვეშ მოთავსება, რაც უფრო ეფექტურ ელფერს ანიჭებს ინტერიერს.
მაგრამ მთავარია რა მოგწონთ თქვენ და არა ის, თუ რა არის მოდური.
ტრენდები იცვლება, თქვენ კი უნდა იცხოვროთ გარემოში, რომელიც გაბედნიერებთ.