29 მაისს, “საძველე”-ში გაიმართა Realtor®️ Get Together.
ასოციაციის წევრებს ჰქონდათ საშუალება არაფორმალურ გარემოში დაემყარებინათ ახალი კავშირები, მიმოეხილათ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიტუაცია და გამოწვევები.
ღონისძიების ფარგლებში უძრავი ქონების აგენტის საატესტაციო კურსის სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება, გადაეცათ ID ბარათები და სერტიფიკატები. ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს.
ასოციაცია მადლობას გიხდით უძრავი ქონების დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.























