2017 წლის 17 ნოემბერს შედგა საქართველოს რეალტორთა ასოციაციის წევრთა სამუშაო შეხვედრა.
მადლობა ასოციაციის წევრებს საინტერესო მოსაზრებებისთვის, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია სამუშაო პროცესში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ასოციაციის განვლილი გზა დღემდე, ვისაუბრეთ ასოციაციის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გავაანალიზეთ სუსტი მხარეების მიზეზები და შევათანხმეთ, როგორც უახლოესი, ასევე გრძელვადიანი კონკრეტული გეგმები.