2018 წლის 26 და 28 მარტს, „Fabrica” თბილის-ში, საქართველოს რეალტორთა ასოციაციის ინიციატივით, იურიდიული კომპანია Win & Win-ის ორგანიზებითა და ამერიკული საბროკერო კომპანია Coldwell Banker Bain-თან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი – „უძრავი ქონების ბიზნესის განვითარების სტრატეგია“.
მონაწილე რეალტორებს გადაეცათ მაღალი პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რითაც ხელს შეუწყობენ საინვესტიცუო გარემოს გაუმჯობესებას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ უძრავი ქონების რეალიზაციის სფეროში ბრენდინგის, ქონების მარკეტინგისა და რეკლამირების უპირატესობის საკითხებს, ასევე უძრავი ქონების მართვისას კლიენტთან ურთიერთობის მეთოდებს, ბიზნესის განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლს.