საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

International MLS Forum

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE) მონაწილეობს სტამბოლში მიმდინარე MLS-ის მე-4 საერთაშორისო ფორუმში (International MLS Forum), რომელიც დარგის გლობალურ ლიდერებსა და ინოვატორებს აერთიანებს. ფორუმზე ასოციაციას წარმოადგენენ პრეზიდენტი ნატა მოდებაძე და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუცა სვიმონიშვილი.

ფორუმის ფარგლებში GNARE-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გლობალური მონაცემთა გაცვლის (GDX™) ქსელში თანამშრომლობის შესახებ.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული უძრავი ქონების სექტორის განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის, რაც გვაძლევს შესაძლებლობას:
დავნერგოთ წამყვანი საერთაშორისო სტანდარტები (RESO) და მონაცემთა გაცვლის თანამედროვე სისტემები;
დავამყაროთ სტრატეგიული კავშირები გლობალური ბაზრის ლიდერებთან;
ხელი შევუწყოთ ქართული ბაზრის გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

GNARE აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას, რათა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო ცნობადი, ორგანიზებული, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდეს.

Facebook
Twitter
LinkedIn
WhatsApp
Print

სხვა სიახლეები

ბათუმში გაიმართა Cityscape Global 2026-ის პრეზენტაცია

Trump Tower Tbilisi

Realtor®️ Get Together

მსგავსი სიახლეები