20 ნოემბერს, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სამართლებრივი რეფორმების კომიტეტის ორგანიზებით სასტუმრო “არტიზანში” დაიწყო შეხვედრების სერია-Round Table Talks, რომელსაც ესწრებოდნენ: ასოციაციის პრეზიდენტი, მმართველი საბჭოს წევრები, წევრი კომპანიები და მოწვეული ექსპერტები.
მადლობა ჩვენს მხარდამჭერ კომპანიებს ღონისძიების ხელშეწყობისთვის!
“CRMREA”-მეტი, ვიდრე CRM”
“Sparkcity”-ნუმარკის ახალი, მასშტაბური პროექტი დანელიას 63-ში.
მედია პარტნიორი: BMG
mშეხვედრის ფარგლებში, განიხილეს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სისტემური გამოწვევები და 360-გრადუსიანი კვლევის შედეგები, რომელიც ბროკერების, დეველოპერებისა და მომხმარებლების პოზიციებს აერთიანებს.
განსაკუთრებული მადლობა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრს, მარიამ სურგულაძეს, პროექტის ინიცირებისა და იმ ფუნდამენტური კვლევის მომზადებისთვის, რომელსაც „Round Table Talks“-ის ფორმატი ეფუძნება.
გვჯერა, რომ ეს პროექტი სექტორში პროფესიული დიალოგის, თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების კულტურას გააღრმავებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბაზრის განვითარებისა და პროგრესისთვის.


































