ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ (GNARE-მ) უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო.

ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ (GNARE-მ) უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო. ამისთვის GNARE ევროპელ კოლეგებთან ერთად 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა. ორგანიზაციამ დახურული სატესტო ვერსია ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ჩაატარა, 15 ნოემბერს კი ატესტაციის ოფიციალური პროცესი დაიწყო. სწავლებას მხარს უჭერს ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია (CEPI), რომელიც კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ, მისცემს ევროპულ ატესტაციას და რომლის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც შეიქმნა კურსის პროგრამა და სილაბუსი. კურსი ხუთკვირიანია და შედგება თერთმეტი საკითხისა და ერთი გამოცდისგან. კურსი შედგებოდა შემდეგი მოდულებისგან: 🔹 ეთიკის კოდექსი, მარკეტინგი, კლიენტის ექსკლუზიური წარმომადგენლობა 🔹უძრავი ქონების იურიდიული, საგადასახადო და ფინანსური საკითხები ხუთი კვირის განმავლობაში, კურსის მონაწილეებმა შეისწავლეს შემდეგი საკითხები: 🔹უძრავი ქონების აგენტის ეთიკის კოდექსი; 🔹უძრავი ქონების ტიპები და მათი მახასიათებლები; 🔹უძრავი ქონების აგენტის ნიშა; უძრავი ქონების აგენტის მომსახურების მარკეტინგი; 🔹ექსკლუზიური ხელშეკრულებები და მათი სწორი პრეზენტაცია; 🔹იურიდიული საკითხები უძრავ ქონებაში; 🔹საგადასახადო საკითხები უძრავ ქონებაში; 🔹ტრანზაქციის პროცესი უძრავ ქონებაში; 🔹უძრავი ქონების აგენტის ბიზნესის მენეჯმენტი; 🔹უძრავი ქონების შეფასება; 🔹უძრავი ქონების საბანკო საკითხები. მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ შეძლებენ კურსდამთავრებულები ატესტაციის მიღებას, რის შედეგადაც მათ მიენიჭებათ უნიკალური კოდი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ  მსურველს შეეძლება  გადამოწმოს ნამდვილად ფლობს თუ არა მისი აგენტი იმ საბაზისო აუცილებელ ცოდნას, რაც ამ სფეროს ნებისმიერ პროფესიონალს მოეთხოვება . 👨‍🏫👩🏼‍🏫 კურსის ტრენერები იყვნენ: უძრავი ქონების სფეროს, საბანკო სფეროს, იურიდიული, საგადასახადო და საშემფასებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები. ატესტაციის პროცესი ლიცენზირების წინაპირობაა, რაზეც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად მუშაობს. ეს არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაც საბოლოოდ ქმნის უძრავი ქონების პროფესიას და პროფესიონალებს. 🙏🏻დიდი მადლობა ჩვენს ყველა ქოუჩს და წევრს ასოციაციის გვერდში დგომისთვის  
By:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *