როგორ ვიპოვოთ ბალანსი ბიზნესსა და ცხოვრებაში

სტრესი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, ქაოტური საზოგადოებრივი უწესრიგობა, შეცვლილი გარემო პირობები რათქმაუნდა ყველა ჩვენგანს შეეხო.

image6

2020წლის მარტიდან შეიცვალა უძრავი ქონების აგენტების ცხოვრება და საქმიანობა. ახლა როცა პანდემიიდან ერთმა წელმა განვლო, აგენტები და ბროკერები ეძებენ გზებსა და ხერხებს რათა გააუმჯობესონ მდგომარეობა, შეამცირონ საკუთარი, კლიენტების, ახლობლების და თანამშრომლების სტრესი. 

ზოგიერთმა უძრავი ქონების აგენტმა ბიზნესის ტრანსფორმაცია დაიწყო, ადგენენ საკუთარი განცხადებების სიებს. გადაახარისხეს ფოტოები იმის მიხედვით, თუ რას უფრო აქცევენ ყურადღებას პანდემიის შემდეგ კლიენტები. მაგალითად:განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საოფისე სივრცეები, რადგან უმეტესობას სახლიდან უწევს მუშაობა, მათი შვილები კი დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული.

ისეთმა აქტიურმა ბროკერებმა, რომლებიც შაბათ-კვირასაც კი მუშაობდნენ, პანდემიის შემდეგ კვირა დღის ოჯახთან ერთად გატარება და დასვენება დაიწყეს.

  • კონცენტრირდით იმ საკითხებზე, რომელთა კონროლიც შეგიძლიათ.

კონცენტრირდით პატარა ჟესტებზე. დაურეკეთ კლიენტებს. ისეთ სახლებში, რომლებსაც არა აქვს ლობი და დაცვის მომსახურეობა, წერილით მიაწვდინეთ ხმა მომხმარებელს. 

ადამიანებთან ურთიერთობისას გამოიყენეთ იუმორი. ერთ-ერთი აგენტი მის კლიენტებს ივლისში უგზავნიდა ბარათებს, შემდეგი სიტყვებით:”2020წელი ვერ გამოდგა კარგი, მოდით პირდაპირ შობაზე გადავიდეთ.” ამ პატარა ბარათმა რათქმაუნდა ღიმილი გამოიწვია ადამიანებში და განწყობა გააუმჯობესა.

  • გახდით საკუთარი თავის შთაგონების წყარო.
იმუშავეთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. გაისეირნეთ წყნარ პარკში და ცოტა ხანი მოწყდით ყველაფერს. დატოვეთ ტელეფონი სახლში, ნუ წაიღებთ ყურსასმენებს. ისუნთქეთ ღრმად და უსმინეთ ბუნების ხმას.
  • იყავით მადლიერი. ჩამოწერეთ ადამიანები და ის ყველაფერი,რისთვისაც თვლით რომ მადლობელი უნდა იყოთ. 
დაწერეთ ხელით სამადლობელი ბარათები. იყავით ყურადღებიანი მათ მიმართ, ვისი მადლობელიც ხართ. 
  • მოაწესრიგეთ კონტაქტები, დოკუმენტები, სამუშაო გარემო.
  • ეკონტაქტეთ სხვებს.
 ხანდახან აუცილებელია ვინმეს გაუზიაროთ იდეები. იპოვეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც ბევრი საერთო გაქვთ. 
  • დაუსახეთ საკუთარ თავს მიზნები.  არის თუ არა რაიმე, რაც არ მოგწონთ ან რისი გაკეთებისაც გეშინიათ. იქნებ დროა საკუთარი თავის მოტივატორი გახდეთ და გადადგათ ნაბიჯი.
  • მეტი ყურადღება გამოიჩინეთ თანამშრომლების მიმართ.

პანდემიისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონების კომპანიების მფლობელები კონცენტრირებულები  იყვნენ გუნდში ერთსულოვნების და ენერგიულობის შენარჩუნებაზე. 

გადადით “ჩემი ეკონომიკიდან”-“ჩვენს ეკონომიკაზე”.