ოთხი მიზეზეი თუ რატომ უნდა ჩართოთ კამერა ვიდეო-კონფერენციისას
იზოლაციის პერიოდში დისტანციური მუშაობა ტენდენციად იქცა.
ორგანიზაციები მიმართავენ ონლაინ შეხვედრებს გუნდურობის შესანარჩუნებლად.
ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა აღინიშნოს და დაფასადეს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, ასეთი საჭიროების დროს.
90-იან წლებში აქტუალური იყო ტელეკონფერენციები. დღეს პოპულარობით სარგებლობს “Zoom”, “Cisco Webex” პროგრამები, რომლებიც უბრალოდ საჭიროებად იქცა.
ამ პროგრამებს დაემატა ვიდეო ფუნქცია.
დასაწყისში ვიდეოკონფერენცია დადგა ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა: ქსელის ინფრასტრუქტურა, ცუდი კავშირგაბმულობა, გამოსახულების ხარისხი. ამ ყველაფერთან ადაპტაცია, ბრძოლას გავდა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოწვევები თუ საერთოდ არ აღმოიფხვრა, ნელნელა შემცირდა.
ამ სტატიიდან შეიტყობთ, თუ რატომაა საჭირო კამერის ჩართვა ვიდეოკონფერენციისას.
1. ხელს უწყობს თავდაჯერებულობას
ორშაბათი დღეა, ახლახანს მოვიდუღე ყავა. მოვსვამ ყლუპს, ვხსნი “Webex”-ს და რამოდენიმე წამში ვუერთდები ონალინ დისკუსიას. ვიღებ ხმოვან სიგნალს, რომ ჩართული ვარ და ვხედავ თანამშრომლებს, ერთის გამოკლებით.
ამას კავშირგაბმულობის პრობლემას ვაბრალებთ და ვაგრძელებთ შეხვედრას. მაგრამ მე მაინც მაფიქრებს საკითხი, რატომ არ უნდათ კამერით გამოჩენა.
ნეტავ სხვებსაც თუ აღელვებთ ეს?
2. აღიქვამს არავერბალურ მინიშნებებს
ვიდეო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანთა ჯგუფთან დისკუსიაა, მოსმენის შესაძლებლობა, საუბარი, აზრისა და იდეების გაცვლა.
თუ თქვენ ვერ ხედავთ თანხმობის ნიშნად როგორ გიკრავენ თავს, პატივისცემის ნიშნად როგორ გიღიმიან, ურთიერთობა ხდება შეზღუდული.
არავერბალური სიგნალები ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კამერის ჩართვით თქვენ კომუნიკაციას, უფრო ცოცხალს, სახასიათოს და მგრძნობიარეს ხდით.
3. აუმჯობესებს ჩართულობას
არის სიმართლის მარცვალი გამონათქვამში: “თუ თვალსაწიერში არ არის, არც გონებაშია.” შესაბამისად როცა კამერას რთავთ, თქვენ მხედველობის არეში და გონებაში ხართ.
სერიოზულად თუ განვიხილავთ საკითხს, ის მომენტი რომ თქვენ გიყურებენ, მეტი ჩართულობისკენ უბიძგებს ხალხს.
ასევე ხელს უშლის სხვებს, რამოდენიმე საქმის ერთად კეთებაში. მაგ:უპასუხონ ესემებს, აკეთონ დოკუმენტები და აშ…
ადამიანის ფსიქოლოგიაა ასე მოწყობილი. როცა ვიცით რომ, გვიყურებენ ნაკლებად მეამბოხე ქცევისკენ ვართ მიდრეკილი.
ეცადეთ იყუროთ პირდაპირ კამერაში, ასე იქეთა მხარეს უჩნდება განცდა, რომ პირდაპირ მათ უყურებთ და ესაუბრებით.
როდესაც კამერას რთავთ, უჩვენეთ სახე. თუ თქვენი კამერა სხვაგანაა მიმართული, ამას რათქმაუნდა არანაირი აზრი არა აქვს.
4. კავშირს უნარჩუნებს დისტანციურ გუნდებს.
ჩვენ ვიცით, რომ პირისპირ ურთიერთობა ყველაზე ეფექტურია დისტანციურად მუშაობისას.
კონფერენციის დროს კამერების ჩართვა, მაქსიმალურად უტოლდება პირისპირ შეხვედრას.
ეკრანზე ვინმეს ნახვა ფსიქოლოგიურად ხელს უწყობს უფრო ავთენტურ, ადამიანურ კავშირს.
რათ ქმა უნდა ვიდეო ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებს, ხელის ჩამორთმევას ან მისალმებას შეხვედრისას. მაგრამ მისი საშუალებით ვაკეთებთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ.
კოლეგები, რომლებსაც არ შეხვედრიხართ პირადად, ონლაინ შეხვედრის შემდეგ, აღარ არიან თქვენთვის უცხოები.
2009წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ირკვევა, რომ ვიზუალური მეხსიერება, სხვა დანარჩენზე ძლიერია.
არსებობს ასეთი ჩინური გამონათქვამი : “მე ვისმენ და მავიწყდება… შევხედავ და გამახსენდება”.