რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვირტუალური ასისტენტის შერჩევისას
შესაძლოა ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა, რომ დისტანციური მუშაობისთვის ვირტუალური დამხმარე აიყვანოთ. შესაძლოა არც გქონიათ მსგავს თემაზე დაფიქრების საშუალება, მაგრამ დღეს ასეთი აისტენტის საშუალებით თქვენი დღეები უფრო პროდუქტიული გახდება.
ვირტუალური დამხმარე დაგეხმარებათ დისტანციურად ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში. თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ ვირტუალური თანაშემწე, როგორც კონტრაქტორი მუდმივად ან კონკრეტული პროექტისთვის.
რამოდენიმე ამოცანა, რომელთა გადაწყვეტაშიც ვირტუალური ასოსტენტი დაგეხმარებათ:
- შეხვედრების დაგეგმვა
- სატელეფონო ზარები
- სოციალური ქსელების და ელექტრონული წერილების მართვა
- ნიჭის ფართო არჩევანი
ოფისში თანამშრომლის აყვანა გულისხმობს, რომ თქვენ საჭირო ადამიანი, მხოლოდ თქვენს წრეში უნდა ეძებოთ.
ვირტუალური ასისტენტის შემთვხევაში კი, თვქენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ინტერვიუ და თანამშრომელი მთელი მაოფლიოს მასშტაბით ეძებოთ.
- ეკონომიკური ეფექტურობა
ვირტუალური კონტრაქტორი, რომელიც უმეტესად დამოუკიდებელი კონტრაქტორია და საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობს. თქვენ თავიდან იცილებთ დამატებით ხარჯებს, რომლებიც ოფისის დაქირავებულ თანამშრომლებთან არცთუ ისე იშვიათია.
- დროის მენეჯმენტი
ადმინისტრაციულ სამუშაოს დიდი დრო მიაქვს. როცა ეს შეუძლია შეასრულოს ვირტუალურმა ასისტენტმა, თქვენ მეტი დრო გრჩებათ საკუთარ უნარებზე კონცენტრირდეთ და განავითაროთ ბიზნესი.
როგორ პოულობთ ვირტუალურ ასისტენტს?
თუ თქვენ მზად ხართ ვირტუალური დახმარება ეძებოთ, დაიწყეთ საკუთარი წრიდან. ყავს თუ არა თქვენს კოლეგას ან მეგობარს ვირტუალური დამხმარე, რომელიც უყვარს და მზად არის გაგიზიაროთ.
შესაძლოა ადამიანმა გიამბოთ მისი გამოცდილება ვირტუალურ დამხმარესთან დაკავშირებით და დაგეხმაროთ საკუთარი კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში.
მას შემდეგ რაც პოტენციურ თანამშრომელს შეარჩევთ, დარემუნდით რომ ის თქვენს ბიზნეს-მოთხოვნებს შეესაბამება.
გთავაზობთ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო საფეხურებს:
- შექმენით ამოცანების სია,რომლებშიც გესაჭიროებათ დახმარება. ნებისმიერი ბიზნესისთვის კარგი სავარჯიშოა საკუთარი მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
ასე თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ გაერკვეთ რომელი სამუშაო უნდა შეასრულოთ თავად და რომელი გადააბაროთ სხვას.
- დაწერეთ სამუშაოს აღწერა
ეს ნიჭიერი ადამიანების იმ კატეგორიას მიიზიდავს, რომლებასაც ამ ამოცანების შესრულება შეუძლიათ და ესადაგებიან თქვენს მიერ შეთავაზებულ პოზიციას.
- საბაზო პოზიცია
გაავრცელეთ ინფორმაცია. განათავსეთ თქვენს მიერ შეთავაზებული პოზოციის აღწერა ვაკანსიის ვებ.გვერდებსა და სოციალურ ქსელებში. რაც მეტგან განათავსებთ, მით უკეთესი: Facebook, Linkedin, Slack, Indeed…ეს მხოლოდ რამოდენიმე პლატფორმაა, საიდანაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
- გადახედეთ აპლიკაციებს
ვიდრე არჩევანს გააკეთებთ, ყველაზე ცოტა სამ საუკეთესო კანდიდატთან მოაწყვეთ გასაუბრება. შესაძლოა დაგღალოთ რეზუმეების კითხვამ და არჩევანი პირველი ხელსაყრელ კანდიდატზე გააკეთოთ, მაგრამ გახსოვდეთ შესაფერისი თანამშრომლის აყვანით თქვენ ზოგავთ დროსა და თანხებს. ასევე თავიდან ირიდებთ შეცვლისთვის საჭირო ხარჯებს.
- დააწესეთ საცდელი ვადა
როგორც კი გადაწყვეტთ, რომ თქვენთვის საჭირო დამხმარე იპოვეთ, დაიქირავეთ ის საცდელი პერიოდით.
მას შემდეგ რაც ის მუშაობას დაიწყებს, უკეთ გაერკვევით სამუშაოსთვის მართლაც შესაფერისი ადამიანი დაასაქმეთ თუ არა.
საცდელი პერიოდი დაქირავებულ თანამშრომელსაც აძლევს საშუალებას ჩამოყალიბდეს აწყობს თუ არა თქვენნაირ დამსაქმებელთან მუშაობა.