აქვს უძრავი ქონების სექტორში 10+ წლიანი პროფესიული გამოცდილება. მუშაობდა ქონების ეროვნულ სააგენტოში გაყიდვების მიმართულებით და 5 წელზე მეტი Colliers Georgia-ში კომერციული უძრავი ქონების ბროკერიჯში, ხოლო ამჟამად არის IWG / Regus-ის საქართველოს ქსელის მენეჯერი.
აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო კომპანიებთან საბროკერო მიმართულებით თანამშრომლობის გამოცდილება; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
ასევე, აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება USAID-სა და EU-ს საგრანტო პროგრამების მართვის, სადაც მოხალისეობრივად მართავდა პროექტებს.