საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნინო გედევანიშვილი

GNARE - ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR)
ერთადერთი პარტნიორი საქართველოში.

ნინო გედევანიშვილი უძრავი ქონების სფეროს პროფესიონალია 20 + წელზე მეტი გამოცდილებით. მისი კარიერა მოიცავს მრავალწლიან პრაქტიკასა და სექტორის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო სს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის წევრი და საქმიანობდა უძრავი ქონების მიმართულებით, მათ შორის სს „მ2“-ში, სადაც მონაწილეობდა გაყიდვებისა და საბროკერო საქმიანობის განვითარებასა და მართვაში. ნინო არის საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი და სხვადასხვა დროს ორჯერ იყო ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, სადაც აქტიურად იყო ჩართული პროფესიული სტანდარტებისა და ბაზრის განვითარების პროცესში. 2013 წლიდან ნინო მართავს საკუთარ კომპანიას, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია. კომპანია ოპერირებს როგორც საბროკერო, ასევე დეველოპერული მიმართულებით და საქმიანობს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე, კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში. ნინოს აქვს მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებით და მრავალწლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ბაზრის სტრატეგიული განვითარების, გაყიდვების მართვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.n