საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Origami

საკონტაქტო პირი

ნანა ზოიძე

ტელეფონის ნომერი

(+995) 591 22 90 75

ელ. ფოსტა

info@origamiholding.com

მისამართი

თბილისი, საქართველო

კომპანიის შესახებ

Origami-ს ისტორია 2008 წელს, ბათუმში, BWC-ის სახელით დაიწყო. 18-წლიანი განვითარების შედეგად კომპანია მრავალპროფილურ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს – უძრავი ქონების დეველოპმენტს, არქიტექტურასა და სტუმარმასპინძლობას.

არქიტექტურა კომპანიის განვითარების საფუძველია. Origami-ს პორტფელი საქართველოს მასშტაბით 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტ დაპროექტებულ სივრცეს მოიცავს, ხოლო დღეს ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების მთავარი მიმართულება უძრავი ქონების დეველოპმენტია.

კომპანიის დეველოპერულ პორტფელში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს White Sails-ს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს. მიმდინარე პროექტებს შორისაა Well Home, Town და ბათუმის ისტორიულ ნაწილში დაგეგმილი ბუტიკური საცხოვრებელი კომპლექსი.

ჰოლდინგის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს მასშტაბური, მრავალფუნქციური პროექტი Ambasadori Island Batumi-ზე, რომლის არქიტექტურული კონცეფცია ნიუ-იორკში დაფუძნებულ SHoP Architects-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

სტუმარმასპინძლობის მიმართულებით Origami-ს გამოცდილება მოიცავს ibis Styles, Grandeur, Greenwood და სხვა სასტუმრო პროექტებს. კომპანიამ ამ სფეროში უკვე ერთ მილიონზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

დღეს ჰოლდინგი აერთიანებს თითქმის 600 პროფესიონალს და აგრძელებს ისეთი პროექტების განვითარებას, რომლებიც ქმნის თანამედროვე ურბანულ გარემოსა და გრძელვადიან ღირებულებას.

სხვა კომპანიები

Prime Properties

ნიკა ახვლედიანი

(+995) 500 70 05 76

Any Property

მაია სანაყოშვილი

(+995) 599 22 27 02

INVESTIA

-

(+995) 598 00 80 97

Tempo

-

Owner Properties Georgia

სოფიო მეშველდიშვილი

(+995) 592 66 17 17

Tbilisi Property

-

(+995) 591 90 63 11

m²

მარიტა კიკნაძე

(+995) 598 32 24 34

RE/MAX Realty Park

მარიამ სურგულაძე

(+995) 591 125 680