უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში: 2023 წელს
გასულმა წელმა ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის დინამიკაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ტრანზაქციების საერთო რაოდენობა 9%-ით შემცირდა, დინამიური 2022 წლის შემდეგ, რომელიც გამოირჩეოდა მიგრაციული ნაკადების მატებით.
📆 2023 წლის დეკემბერი:
დეკემბერში ტრანზაქციები წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა და დაუბრუნდა 2021 წლის ბოლოს მონაცემებს.
📈 უძრავი ქონების ფასები:
13%-ით გაიზარდა ფასები ახალ პროექტებში, ასევე 8%-ით გაძვირდა ძველი ბინები.
📈 რა ელის ბაზარს:
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიენიჭა – ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი თავი. ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები დადებითად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე.
საინვესტიციო ბუმი, რომელიც ხსნის ახალ შესაძლებლობებსა და ინვესტიციებს.
ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის.
მოსალოდნელია საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო უძრავი ქონების ღირებულების ზრდა .
დინამიური 2022 წლის შემდეგ, ბათუმში 2023 წელს უძრავი ქონების ბაზარი დასტაბილურდა და დაუბრუნდა 2021 წლის მონაცემებს. ფასების სტაბილიზაცია მიუთითებს ბაზრის მოთამაშეების ოპტიმისტურ მოლოდინებზე. ახალი წელი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ამ საინტერესო სეგმენტში!
ლევან ტაბიძე
საქრთველოს უძრავი
ქონების ეროვნული
ასოციაციის
რეგიონალური განვითარების
მენეჯერი
Comments