როგორ შევქმნათ ვირტუალური ტური

COVID19-მა გაზარდა მომხმარებელთა მოთხოვნა ვირტუალურ ტურებზე. ასეთი პრეზენტაციები იქმნება 3D და 360გრადუსიანი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს საინტერესო ჩვენებას, პირდაპირი კონტაქტის გარეშე.

ვირტუალური ტურები აძლევს მყიდველს შესაძლებლობას თვალი ადევნონ როგორც მშენებლობას და დაგეგმარებას, ასევე დოკუმენტაციის გაფორმებას, რასაც ვერ მიაღწევთ მხოლოდ ფოტოებით.

მომხმარებელს სურს უკეთესი ონლაინ გამოცდილების მიღება. ეს კი მხოლოდ 360 გრადუსიანი და 3D ტურების საშუალებითაა შესაძლებელი.

უკანასკნელი მონაცემებით ვირტუალური ტურები ზრდის გაყიდვებს, ამბობს ამირ ფრანკი კომპანია “Matterport”-ის მენეჯერი.

მათ შეისწავლეს 2016-2019 წლამდე ტრანზაქციები და დაადგინეს, რომ 3D ტურებით 9%-ით მეტი უძრავი ქონება გაიყიდა.

ვირტუალურ ტურებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და ფასმა იკლო, რამაც ეს მომსახურეობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა უძრავი ქონების პროფესიონალებისთვის.

იმისთვის, რომ გაგიმარტივდეთ ვიტუალური ტურის მოწყობა, გაეცანით რჩევებს: თუ რა აღჭურვილობა დაგჭირდებათ, როგორ მოემზადოთ გადაღებისთვის და დაარედაქტიროთ ფოტოები. რა პროცესები უნდა გაიაროთ ტურის გამოქვეყნებამდე და მარკეტინგისთვის.

  • შეარჩიეთ აღჭურვილობა

ჩვენ 360 გრადუსიანი კამერების ოქროს ხანაში ვცხოვრობთ. მათი ფასი $250-500 მერყეობს. ეს ფასი არ უნდა იყოს ბარიერი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებული. 

ეს არის მაღალი ხარისხის კამერები, რომლებიც ამარტივებს მუშაობას. 

2000 კვადრატულ მიწაზე მდებარე სახლის გადასაღებად დაგჭირდებათ 5-10 წუთი. 

ერთი და იმავე ფოტო შეგიძლიათ გადაიღოთ განახვავებული ექსპოზიციით, რაც გარანტიაა იმისა, რომ თქვენს მიერ შექმნილი ვირტუალური ტური იქნება დამაკმაყოფილებელი და შეძლებთ წარმოაჩინოთ, როგორც ქსტერიერი, ასევე ინტერიერი. 

სასურველია გადაიღოთ 3-5 განსხვავებული ექსპოზიცია და შემდეგ ერთად დაარედაქტიროთ.

3D სახლის ტურის მოსაწყობად დაგჭირდებათ: 

კამერა($250-500)

აკუმილატორის დამტენი($20-40)

შტატივი($30-40)

აპლიკაცია:ვირტუალური ტურის პროვაიდერებს ააქვთ აპლიკაციები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას ატვირთოთ 3D ფოტოები.

თვქენ უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაციები სმარტფონისთვის ან განახორციელოთ ინვესტიცია თქვენი ტურების ჰოსტინგში. ამ პლატფორმაზე ატვირთავთ ფოტოებს შესანახად, რედაქტირებისა და გაზიარებისთვის.

  • დააორგანიზეთ ფოტოგადაღება, განათება და კამერების ლოკაცია

ვიდრე გადაღებას დაიწყებთ, გახსენით ფოტო სესიის აპლიკაცია ან ჰოსტინგის პლატფორმა. მოათავსეთ კამერა შტატივზე. სახლის ექსტერიერი გადაიღეთ ისე, რომ ჩანდეს მისი წინა და უკანა მხარე. 

გახსენით დარაბები, ჟალუზები, შტორები. გადაიღეთ იმდენი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა სრულად შეძლოს სახლის დათვალიერება.

სახლის შიგნით შტატივი განათავსეთ თითოელი ოთახის ცენტრში, დააყენეთ კამერა თვალის სიმაღლეზე. დატოვეთ ოთახი და ფოტო გადაიღეთ სმარტფონში ჩამოწერილი აპლიკაციის საშუალებით. დიდი ოთახის გადასაღებად შესაძლოა დაგჭირდეთ 3-ი ფოტოს გადაღება, სხვადასხვა პოზოციიდან.

  • ტურის ატვირთვა

არსებობს უამრავი ჰოსტინგის პლატფორმა, მაგ:”Matterport”, “Ogulo”, “Richo 360 Tours”… ბევრი მათგანი ავტომატურ რეჟიმში ტვირთავს თქვენს მიერ გადაღებულ ფოტოებს, ახდენს რედაქტირებას და აერთიანებს მასალას, რაც თქვენს ტურს თვალსაჩინოსა და დასამახსოვრებელს ხდის. 

თუ თქვენ არ გაქვთ დიდი ბიუჯეტი დაახლოებით $15 შეძლებთ სელფის ჯოხის შეძენას. დაამაგრეთ მასზე თქვენი სმარტფონი და გეგმის მიხედვით დაიწყეთ სახლის შემოვლა, ისაუბრეთ და ყურადღება გაამახვილეთ სახლის იმ თვისებებზე, რომელთა დანახვაც ადამიანებს შეეძლებოდათ რეალური ტურის დროს.

 ეს რათქმაუნდა არ არის ნამდვილი ვირტუალური ტური, მაგრამ ეკონომიური გზაა, სოციალური მედიისთვის ტურის შესაქმნელად.

  • განათავსეთ ტური მრავალ არხზე

ისეთი პლატფორმები, როგორიცაა “realtor.com®”, “MLS” და სოციალური ქსელები იდეალური ადგილია თქვენს მიერ შექმნილი ვირტუალური ტურების განსათავსებლად. 

შეგიძლიათ პირდაპირ ფეისბუქზე განათავსოთ ტური, ან მეილის საშუალებით გააგზავნოთ სხვადასხვა კომპამიენში.

“Matterport” ავტომატურად ქმნის ფოტოებს, რომლებიც თქვენთვის გამოსადეგი იქნება მარკეტინგულ კამპანებში. 

ეს რჩევები დაგეხმარებათ გარკვეული იყოთ თანამედროვე ტექნოლოგიებში. 

ნუ კონცენტრირდებით იდეალური ხარისხის გამოსახულებაზე.

სცადეთ ერთი ვირტუალური ტურის გადაღება მაინც და მიეცით მომხმარებელს ახალი გამოცდილების მიღების საშუალება.