საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უძრავი ქონების აგენტის საატესტაციო კურსი

21 აპრილი – 13 მაისს ჩატარდა უძრავი ქონების აგენტის საატესტაციო კურსი.

კურს დამთავრებულებს, ვინც წარმატებით გაიარა ტესტირება და ასოციაციის წევრი კომპანიის აგენტია, გადაეცემათ პერსონალური ID ბარათები.

კურსის განმავლობაში უძრავი ქონების აგენტებმა გაიარეს საბაზისო მიმართულებები:
•მარკეტინგი, კლიენტის ექსკლუზიური წარმომადგენლობა;
•უძრავი ქონება და მისი საგადასახადო, იურიდიული და ფინანსური ასპექტები.

გაეცვნენ უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეალტორთა®️ ეთიკის კოდექსს და შეისწავეს ყველა ის საკითხი, რაც საჭიროა წარმატებული აგენტის კარიერისთვის!

კურსი ატესტირებულია ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის @CEPI-ს მიერ და ექვემდებარება ევროპულ სტანდარტებს.

საატესტაციო კურსი, ბროკერების ატესტირების პირველი საფეხური და ლიცენზირებული საბროკერო საქმიანობისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯია!

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ და ჩვენი პარტნიორები არიან:
•აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი;
•საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებლთა საზოგადოება
•Loialte Academy

მადლობას ვუხდით თითოეულ სტუდენტს აქტიური ჩართულობისთვის.
ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს.

ასევე, დიდი მადლობა განათლების კომიტეტს წარმატებული კურსის დაორგანიზებისთვის.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან შემდეგი საატესტაციო კურსის მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: INFO@GNARE.GE

Facebook
Twitter
LinkedIn
WhatsApp
Print

სხვა სიახლეები

განათლების კომიტეტი

AI უძრავ ქონებაში

მსგავსი სიახლეები