21 ივლისს, ბათუმში საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებისთვის გაიმართა Cityscape Global 2026-ის პრეზენტაცია, სადაც წევრებსა და სხვა დაინტერესებულ დეველოპერებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობის შესაძლებლობები გააცნეს.
ორგანიზატორების მრავალწლიანი გამოცდილებით, 120,000 მ²-იან საგამოფენო სივრცეში ცალკეული კომპანიების მცირე სტენდები ხშირად ნაკლებად ხილვადია, ამიტომ მათივე რეკომენდაციით, გაცილებით ეფექტურია, როდესაც ქვეყანა წარმოდგენილია ერთიან ეროვნულ სივრცეში, სადაც თავს იყრის სხვადასხვა დეველოპერული პროექტი. სწორედ ამ მიზნით, საქართველოსთვის შემოთავაზებულია 120–150 მ²-იანი სივრცე (Hall 4), რომელიც მთლიანად ქართულ დეველოპერულ სექტორს გააერთიანებს.
გარდა საგამოფენო სივრცისა, მონაწილეებს ასევე ელოდებათ:
წინასწარ დაგეგმილი B2B შეხვედრები;
სპეციალური ბიზნეს-ტურები;
დამატებითი აქტივობები, რომლებიც მონაწილეობის პაკეტში იქნება გათვალისწინებული.
Cityscape Global 2026
16–19 ნოემბერი, 2026
Riyadh Exhibition & Convention Centre (Hall 4), რიადი, საუდის არაბეთი
თუ თქვენთვის საინტერესოა საქართველოს ერთიანი პავილიონის ფარგლებში მონაწილეობა, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ინტერესი, რათა ერთად დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები.
https://forms.gle/VU2E1AnSJqoacFZF7
ასოციაცია მადლობას უხდის ღონისძიების მასპინძელ “Alliance Group”-ს.


















